შსს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში” ფარგლებში, ჟურნალისტებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის ღია კონკურსს აცხადებს.
კონკურსის თემაა: “საგაზეთო სტატია ოჯახში ძალადობის შესახებ”. პროექტი “შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში” ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, შსს-ს აკადემიასთან თანამშრომლობით. პროექტს სრულად აფინანსებს ევროკავშირი. პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა, ოჯახში ძალადობისა და მისი შედეგების აღმოფხვრა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ინფორმირების გზით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის თემატიკაზე დაწერილი სტატია, არაუგვიანეს 2016 წლის 8 ივნისისა. ელექტრონული ფოსტის მისამართია: dv.geeu@gmail.com. კონკურსის შედეგად გამოვლენილი სამი გამარჯვებული დაჯილდოვდება ფასიანი პრიზებით. მთავარი პრიზი – ელექტრონული წიგნი – გადაეცემა პირველ ადგილზე გასული სტატიის ავტორს. მეორე ადგილზე გასული სტატიის ავტორი დაჯილდოვდება ფოტოკამერით, ხოლო მესამე ადგილზე გასული სტატიის ავტორს გადაეცემა კომპიუტერული აქსესუარი. საუკეთესო სტატია გამოქვეყნდება სამ ადგილობრივ რეიტინგულ გაზეთში.