ლარის მიწოდებას სახელმწიფო ნორმალურად რომ არ არეგულირებდეს, დღეს ძალიან მაღალი ინფლაცია გვექნებოდა, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
“იმ ვითარების, რომელიც დღეს სავალუტო ბაზარზეა, ადმინისტრაციულ ხარჯებზე გადაბრალება, იმაზე მიუთითებს, რომ წარმოდგენა არა გაქვთ ლარის მიწოდების გავლენაზე კურსთან მიმართებაში. ლარის მიწოდებას სახელმწიფო ნორმალურად რომ არ არეგულირებდეს, დღეს ძალინ მაღალი ინფლაცია გვექნებოდა”, – განაცხადა თალაკვაძემ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების მისამართით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
კომენტარები