“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა და მას “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა.
საუბრის მთავარი თემები 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, ასევე ეროვნული ვალუტის კურსი და ის ახალი ფინანსურ-ეკონომიკური ინიციატივები იყო, რომლითაც მთავრობა გამოვიდა.
როგორც “ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, ბანკებთან კონსულტაციების საფუძველზე ბანკები მოახდენენ გაცემული სესხების ლარში გადაყვანას.
“ბანკებთან კონსულტაციების საფუძველზე ბანკები მოახდენენ გაცემული სესხების ლარში გადაყვანას. ბანკები კარგ თანამშრომლობაში არიან შესული ხელისუფლებასთან”,- განაცხადა ქუცნაშვილმა.
კომენტარები