ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში წერს
“მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარე არ ჰყავს. თავმჯდომარის პოსტი არის
– ც ა რ ი ე ლ ი – ,
ანუ ეს თანამდებობა ვაკანტურია, იგი – ა რ ა ვ ი ს – უკავია.
თუ პარტია აირჩევს თავმჯდომარეს, ეს არ იქნება მიხეილ სააკაშვილისთვის თავმჯდომარეობის ჩამორთმევა, რადგან მიშა
– ა ღ ა რ – არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე.
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ გავლენას, წონას, მნიშვნელობას, დამსახურებებს – არაფერი დააკლდება თუ მის დაფუძნებულ პარტიას ეყოლება თავმჯდომარე და მეორეს მხრივ, მას არაფერს მატებს ამ პოსტის “შენახვა” და ვაკანტურად შენარჩუნება.
მიშა საქართველოში დაბრუნდება მაშინ, როცა ივანიშვილის ხელისუფლება დამარცხდება. ხელისუფლების ერთადერთი ალტერნატივაა ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალური მოძრაობა უფრო მეტი მხარდამჭერის მობილიზებას შეძლებს, თუ იქნება სრულფასოვანი პოლიტიკური პარტია, თავმჯდომარით და ქვეყანაში მყოფი, მოქმედი ლიდერებით.
“თუ მიშას თავმჯდომარის ადგილი არ შევუნახეთ, დავიღუპებით”, არის მისი როლის და პოლიტიკური წონის დაკნინება, გეგონება ცარიელ პოსტზე დგას მისი ავტორიტეტი.
ასევე მისი დაკნინებაა სურათის იმგვარად წარმოჩენა, რომ თურმე მიშასგან დისტანცირება იყო მიზანი, რასაც შეეწინააღმდეგა რაიონული ორგანიზაციების მესამედი, პოლიტსაბჭოს ნახევარი და რამდენიმე დეპუტატი. მაშინ ძალიან ცუდად ჰქონია მიშას პარტიაში საქმე.
ჩემი აზრით, მიშას ჰყავს ცუდი მრჩევლები და გარემოცვა, რომლებიც განზრახ უხატავენ ნეგატიურ სურათს.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევა არის არა პერსონალურად მასთან დაკავშირებული საკითხი, არამედ პარტიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც შედის ამ პარტიის ყველა გულშემატკივრის და მით უმეტეს, მისი დამფუძნებლის ინტერესებში.”