არავითარი აჟიოტაჟის საბაბს არ იძლევა დღეს შექმნილი მდგომარეობა, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
ეკონომიკის გაზრდის აუცილებელ პირობად ზვიად ძიძიგური ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას თვლის.
პარლამენტის წევრი აცხადებს, რომ ადმინისტრაციული ხარჯები ყველა სამთავრობო დონეზე შემცირდება.
მისივე ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა პანიკის საფუძველს არ იძლევა.
„ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება ყველა სამთავრობო დონეზე, ეს იქნება ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე.
ქვეყანაში დღეს არ არის არანაირი პანიკის საფუძველი. ეკონომიკის ასაღორძინებლად ხელისუფლებამ გადადგა საკმაოდ გაბედული ნაბიჯი და ეს ნაბიჯი გადადგა ისევ საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ.
ლარის მდგომარეობა ნელ-ნელა დასტაბილურდება, ამის თქმის საფუძველს ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ექსპერტის მიერ მოწოდებული მონაცემები იძლევა.“-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ზვიად ძიძიგურმა ბიუჯეტის ცვლილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოციალური პროგრამები ხელშეუხებელი დარჩება.
„შენარჩუნებულია ყველა პროგრამა, რაც გაწერილი იყო სოციალურ მიმართულებებზე, ის ცვლილებები, რაც ბიუჯეტში ხორციელდება, არავითარ შემთხვევაში ცუდ გავლენას არ მოახდენს ჩვენი ქვეყნის ღარიბ ნაწილზე და ეს ცვლილებები მოსახლეობის ამ კატეგორიას არ შეეხება.“-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.