„თუ თამაზ მეჭიაური გამოთქვამს სურვილს, რომ ჩვენგან იყაროს კენჭი, სიამოვნებით მივიღებთ მის თხოვნას“, – ამის შესახებ „მრეწველების“ ლიდერმა, გოგი თოფაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თამაზ მეჭიაურთან ამ საკითხზე კონსულტაციები ჯერ არ ყოფილა. ”ბოლო ერთი კვირაა ყველა თამაზ მეჭიაურს აკრიტიკებს. ის არის შესანიშნავი სპეციალისტი, საქართველოს პატრიოტი და არასოდეს, საკუთარი პოზიცია არ შეუცვლია. ყოველთვის თავისი ქვეყნის სასიკეთო აზრებს გამოთქვამდა. არის პრინციპული ადამიანი და თუკი თამაზი გამოთქვამს სურვილს, რომ ჩვენგან იყაროს კენჭი, რა თქმა უნდა, სიამოვნებით მივიღებთ მის თხოვნას. ჩვენ თანამოაზრეები ვართ, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ თამაზი იყოს ჩვენს გვერდში. ასეთი ქართველი პატრიოტები უნდა იყვნენ პარლამენტში და არა ისინი, ვისაც ჩვენ კოსმოპოლიტებს ვეძახით და უცხოელების გრანტებით გაზულუქებულები აწვებიან თავისას”, – განაცხადა გოგი თოფაძემ.