ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სიჩუანის პროვინციაში, ერთ-ერთ საკლასო ოთახში დამონტაჟებული კამერით გადაღებული კადრები გამოაქვეყნა. მასზე მიწისძვრის მომენტია ასახული. კადრები BBC-ს გვერდზეც გამოქვეყნდა.
მიწისძვრის სიმძლავრე 6.1 მაგნიტუდა იყო. მას ე.წ. აფთერშოკი (4.5 მაგნიტუდა) მოჰყვა.
პროვინციის მასშტაბით, სტიქიას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 14 კი დაშავდა.
კომენტარები
