2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება გათვალისწინებულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
”ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი, რომელსაც კვირის ბოლომდე წარვადგენთ საკრებულოში, უკვე ითვალისწინებს ადმინისრაციული ხარჯების 10% შემცირებას. ჩვენ ისედაც შემცირებული გვქონდა დაახლოებით 10 მილიონ ლარამდე ადმინისტრაციული ხარჯები, თუმცა დამატებით შემცირდა. ასევე ბიუჯეტი ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების ფონდის 10 %-იან შემცირებასაც,” – განაცხადა ნარმანიამ.
კომენტარები