დავით კოღუაშვილის განმარტებით, სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” მისამართით არანაირი სენტიმენტები არ გააჩნია. ამის შესახებ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა “აიპრესს” განუცხადა.
“არანაირი სენტიმენტი არ მაქვს ამ ადამიანების მიმართ და მინდა სპეკულაციები დასრულდეს. „ნაციონალური მოძრაობის“, მისი თავკაცის მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით რა სენტიმენტები უნდა გამაჩნდეს?!. ყოველთვის ვიყავი მოწინააღმდეგე.
2003 წლიდან დაწყებული არცერთი მომენტი არ გამიშვია ხელიდან, რომ მათთან მიმართებაში ჩემი პოზიცია არ დამეფიქსირებინა. ამიტომაც ვარ „ქართულ ოცნებაში“, რომელმაც 2012 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს და ჩვენ ამას მივიყვანთ. თუ ვინმეს უფლება იქნება დარღვეული, უგულავა იქნება ეს თუ უკანასკნელი მოძალადე და მის მიმართ ევროსასამართლოს მიერ სხვა განაჩენი იქნება გამოტანილი ჩვენ, რა თქმა უნდა, როგორც სახელმწიფომ, ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ. ჩვენ პოლიტდევნილი, პოლიტპატიმარი ციხეში არ გვჭირდება. ეს არის ჩემი პასუხი და ჩემი განწყობა.
იურისტები და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ამას ძალიან კარგად გაიგებს, ვისაც უნდა ახლა ამ თემით სპეკულაცია ეს მათი პრობლემაა. ამ თემაზე მეტი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ”, – განაცხადა “აიპრესთან” კოღუაშვილმა.
www.ipress.ge