„ვაშინგტონ პოსტის“ რეპორტიორმა და ჟურნალ „ვოგის“ რედაქტორმა სტეფან მეინსფილდმა თათია პაჭკორიას ელფოსტა გაუგზავნა, სადაც მეინსფილდი, ცირას ვოკალური მონაცემებით და მისი სილამაზით აღფრთოვანებული იყო. ამის შესახებ პაჭკორია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სახალხოდ აქვეყნებს ელფოსტის წერილს, რომ ყველაფერი ნათელი გახდეს.
„ჩემი სახელია სტეფან მეინსფილდი, მე ვარ „ვაშინგტონ პოსტის“ რეპორტიორი და ჟურნალ „ვოგის“ და “GQ”-ს დამხმარე რედაქტორი. მე ვმუშაობ ტალანტებთან ჰოლივუდში, აღფრთოვანებული ვარ თქვენი ქალიშვილით. ის არაჩვეულებრივი მომღერალია. მე ვმუშაობდი მიკ ჯაგერთან, შაინა თვეინთან, ასევე ბრუს სპრენგსტენთან (ამერიკელი როკ-მომღერალი, კომპოზიტორი და გიტარისტია). როდესაც „X- ფაქტორის“ ვიდეო Youtube-ზე ვნახე, შემშალა ცირას მონაცემებმა და მისმა სილამაზემ. ის ნიჭიერი შემსრულებელია. ვფიქრობ, მას დიდი მომავალი ექნება ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუ თქვენ ინებებთ, მეც დიდი სიხარულით თანახმა ვიქნები, რომ ვიყო მისი აგენტი მუსიკალურ ინდუსტრიაში. იმედი მაქვს, პარალელურად, ის გახდება დიდი მსახიობი და დარწმუნებული ვარ, სატელევიზიო პროექტებში და ფილმებში მიიღებს მონაწილეობას“, – სწერს თათია პაჭკორიას სტეფან მეინსფილდი.