ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ათასობით მცხოვრებმა მიიღო შეტყობინება, რომ საცხოვრებლები დატოვონ. მიზეზი კოკისპირული წვიმა და დამანგრეველი ქარია, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე მძვინვარებს და ქალაქს საფრთხეს უქმნის, – ამის შესახებ CNN-ი წერს.
„ჩვენ ახლა მრავალი საფრთხის წინაშე ვდგავართ – წყალდიდობა, სანაპიროების დატბორვა და ეროზია”, – თქვა ახალი სამხრეთ უელსის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მინისტრმა.
Associated Press-ი წერს, რომ სიდნეიდან ევაკუაციის შესახებ შეტყობინება ნახევარ მილიონამდე ადამიანმა მიიღო.
ავსტრალიის ზოგიერთ რაიონში ნალექის ოდენობამ 200 მილიმეტრსაც კი გადააჭარბა.
კომენტარები