ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა, რომ ნატო არ გეგმავს თავისი ძალების განთავსებას შვედეთსა და ფინეთში, როდესაც ეს ორი ქვეყანა ატლანტიკურ ალიანსს შეუერთდება.
„ჩვენ [ნატო] არ ვგეგმავთ ფინეთსა და შვედეთში დამატებითი წარმომადგენლობის ქონას, რადგან მათ ძლიერი ეროვნული ძალები ჰყავთ. მათ შეუძლიათ თავის დაცვა“, – აღნიშნა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ.
მირჩა ჯოანას განმარტებით, ალიანსი ამჟამად არ აპირებს ნატოს ბაზების განთავსებას ფინეთსა და შვედეთში, რადგან ამ ორ ქვეყანას ძალიან მაღალი სამხედრო და სტრატეგიული დონე აქვს
კომენტარები