“ეს კონსტიტუცია უმრავლესობის მიერ იქნება დაწერილი”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ეროვნული ფორუმის“ წევრმა, ანი მიროტაძემ განაცხადა.
მიროტაძე თვლის, რომ კონსტიტუციის ჩასწორებისას, რეკომენდაციის დროს, პრიორიტეტები „ქართულ ოცნებას“ ექნება.
მიროტაძის ინფორმაციით, „ეროვნული ფორუმი“ კონსტიტუციის მუშაობისთვის შექმნილ კომისიაში არ ჩაერთვება.
“ამ კომისიას ჰყავს თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე, ამიტომ ვინ ჩაერთვება მის მუშაობაში, არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ამტკიცებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა.
ეს იქნება კონსტიტუცია, რომელიც ერთი პარტიის მიერ იქნება დაწერილი, თუმცა საჭიროა მის მუშაობაში ჩაერთონ საპარლამენტო ოპოზიციის წევრები“, – განაცხადა ანი მიროტაძემ „კვირას“პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
კომენტარები