“დღეს მე ვეთანხმები ყველა იმ ადამიანს, ვინც ამბობს, რომ იმაზე უარესი რა უნდა დაემართოს კონსტიტუციას, რაც აქამდე სჭირდა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ეროვნული ფორუმის“ წევრმა, ანი მიროტაძემ განაცხადა.
მიროტაძე თვლის, რომ კონსტიტუციის შექმნის დროს, უფრო მეტი ჩართულობა უნდა იყოს, რადგან, როგორც „ეროვნული ფორუმის“ წევრი აცხადებს, კონსტიტუციის ერთი პარტიის ხელში ყოფნამ ქვეყანა სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა.
„დღეს ჩვენ ვხედავთ, რა დღეშია კონსტიტუცია იმ ერთი კაცის გამო, რომელიც ბოლოს ოდესაში ნახეს, რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილს ვგულისხმობ. კონსტიტუციაში უნდა ჩაერთოს ყველა, ეს იქნება საზოგადოება თუ პოლიტიკური პარტიები, რადგან გვაქვს პრეცედენტი იმისა, თუ რა მოუვიდა კონსტიტუციას, როცა ის იყო ერთი პარტიის ხელში“, – განაცხადა ანი მიროტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მიროტაძე პრეზიდენტის ინსტიტუტზეც ამახვილებს ყურადღებას და მიაჩნია, რომ თუ პრეზიდენტის უფლებები იმ სახით შენარჩუნდება, როგორიც ახლაა, სჯობს, საერთოდ გაუქმდეს.
„პრეზიდენტის ინსტიტუტი და უფლებები თუ ისეთი უნდა დარჩეს, როგორიც ახლა არის, ამას სჯობს, სულ გაუქმდეს. უნდა ჩაიწეროს გარკვევით კონსტიტუციაში, როგორი წყობა და რესპუბლიკა გვინდა“, – განაცხადა ანი მიროტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ანი მიროტაძე – დღეს ჩვენ ვხედავთ, რა დღეშია კონსტიტუცია იმ ერთი კაცის გამო, რომელიც ბოლოს ოდესაში ნახეს
2016/12/13 12:46:56
კომენტარები
ნანახია: 1390 ჯერ