გუდაურში, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის კატასტროფის ადგილზე, სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები ამოსვენებულია.
კატასტროფის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა – ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.
ეკიპაჟის მეთაური ზაზა ლორია

ეკიპაჟის წევრი ანდრო ქუჯოშვილი

ეკიპაჟის წევრი ლევან ჩოხელი

მფრინავი დიმიტრი ქააძე

მაშველი კახა ტორჩინავა

მაშველი გიორგი მარგიანი

ექიმი გიორგი ვენეცკი

ექიმი ქეთევან გულაღაშვილი

კომენტარები
