საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი ოპტიმალური და მაქსიმალურად მორგებულია ადმინისტრაციის საჭიროებებზე,– ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ეკა მიშველაძის განმარტებით, ოპტიმიზაცია ხდება იმ დაწესებულებებში და იმ უწყებებში, სადაც ამის საჭიროებაა.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი არის ოპტიმალური და მაქსიმალურად მორგებულია ადმინისტრაციის საჭიროებებზე. ოპტიმიზაცია ხდება იმ დაწესებულებებში და იმ უწყებებში, სადაც ამის საჭიროება და აუცილებლობა არსებობს. აქ კი ყველა თანამშრომელი ასრულებს თავის დაკისრებულ მოვალეობას“,- აღნიშნა ეკა მიშველაძემ.
კომენტარები