პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ემოციურ ფონზე მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედავენ, რადგან, მისივე თქმით, ამ პროცესში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან არასწორი ფორმატი იქნა შემოთავაზებული, რაც იყო მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ჩვენი ფორმატით იმ დადგენილებას დავამტკიცებთ, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნება. ჩვენი ამოცანა, კონსტიტუციის დახვეწაა. თუ ჩვენ გვინდა, რომ კონსტიტუცია არ დავხვეწოთ, შეგვიძლია, იმ არასწორ ფორმატს დავთანხმდეთ, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან შემოთავაზებული იყო. ეს ჩვენი მიდგომა იყო, რომელიც მკაფიოდ განვმარტეთ“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დადგენილების მიღებისთანავე, შესაბამისს სუბიექტებს წერილები დაეგზავნებათ და განსაზღვრულია ვადა, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი უნდა იყოს კანდიდატები. როგორც კი, პერსონალური შემადგენლობა შედგება, კომისია მუშაობას ამის შემდეგ დაიწყებს.
„ყველაზე კარგი შედეგი ის იქნება, რომ კონსესუსი შედგეს ყველა საპარლამენტო პარტიას შორის. სრული კონსესუსის რესურსი არსებობს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები სრული კონსესუსის საფუძველზე მივიღოთ და ერთხელ და სამუდამოდ დავხვეწოთ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.