რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სამხედრო აგრესიის გამო, 3,5 მილიონზე მეტი უკრაინელი უსახლკაროდ დარჩა, – ამის შესახებ Ukrinform-ი წერს.
„ომის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ, უკრაინელები თითქმის ყოველდღე არიან რუსეთის ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლები. ცოტა ხნის წინ, რუსული ჭურვები მიკოლაევისა და ხარკოვის რეგიონში სამოქალაქო ობიექტებს მოხვდა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის მონაცემებით, სამოქალაქო ობიექტები ოკუპანტების სამიზნე 60-ჯერ უფრო ხშირად ხდებიან, ვიდრე – სამხედრო ობიექტები. ამჟამად, დაზიანებული ან განადგურებულია საცხოვრებლების 50%-ზე მეტი მარიუპოლში, ხარკოვში, ჩერნიგოვში, ბუჩაში, სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში. უსახლკაროდ დარჩენილი უკრაინელების რაოდენობა 3,5 მილიონს აჭარბებს“, – წერს მედიასაშუალება.