საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პოლიტიკურ შეთანხმებას სოციალური ქსელის „ტვიტერის“ პირად გვერდზე გამოეხმაურა.
„კარგი ამბავი ევროპარლამენტიდან საქართველოს ვიზალიბერალიზაციისთვის. განსაკუთრებული მადლობა ევროპარლამენტის მომხსენებელს მარია გაბრიელს გაწეული უზარმაზარი სამუშაოსთვის“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
გუშინ ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს.
კომენტარები