გიორგი ონიანი პარტიიდან მის შემცირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
”არ ვთვლიდი საჭიროდ შევხებოდი ჩემი გათავისუფლების საკითხს, მაგრამ სერგო რატიანმა რადგან ისაუბრა, მოკლედ ვიტყვი – ენმ-ს დღევანდელმა მენეჯმენტმა ბევრი ”საკამათო” გადაწყვეტილება მიიღო ბოლო თვეების განმავლობაში, რასაც პარტიის წევრთა უმრავლესობა არ ეთანხმება. ჩემი პარტიის იურისტობიდან და ბიჭების სხვადასხვა პოზიციებიდან დათხოვნა ყველაზე ნაკლები მნიშვნელობისაა. მთავარია, ყრილობამ 20 იანვარს დაადასტუროს, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით და მტკიცე, გაჯანსაღებული, პარტიული სტრუქტურით უახლოეს მომავალში ჩამოვშლით ოლიგარქის რეჟიმს, რომელიც დღითიდღე აღარიბებს და არსებობის საშუალებას არ უტოვებს საქართველოს მოსახლეობას”, – აცხადებს გიორგი ონიანი.
კომენტარები