სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნასთან დაკავშირებულ საკითხზე დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრობს:
„როგორი იქნება ჩემი როლი ამას ვნახავთ, როდესაც ამ კომიისიის მუშაობა დაიწყება. წინასწარ ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რა წონის იქნება ჩემი როლი. მე მაქვს ჩემი გარკვეული მოსაზრებები და წინადადებები ამ კომისიის მიმართ. პირველ რიგში, ვთვლი, რომ კონსტიტუციის რეფორმირება არის აუცილებელი იმის შემდეგ რაც ამ კონსტიტუციაში „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში დაახლოებით 29 ცვლილება შევიდა, მხოლოდ ერთი ადამიანის ნებით და ეს კონსტიტუცია იქნა დარღვეული, რომელიც ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან. დროა მივიღოთ ჩვენი კონსტიტუციის საბოლოო ფორმა და მოვიყვანოთ სრულყოფაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა