საქართველოს მთავრობის მეთაური გამოეხმაურა სირიაში, კერძოდ ალეპოში არსებულ მდგომარეობას და აღნიშნა, რომ საქართველო ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას ცდილობს.
“არ შემიძლია არ ვახსენო სიტუაცია სირიაში, ალეპოში. ჩვენ ვცდილობთ ახლა გაერო-ს ოფისის მეშვეობით მივაწვდინოთ რამენაირად ჰუმანიტარული დახმარება იქ ძალიან დიდ განსაცდელში მყოფ ბავშვებს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მადლიანი საქმე იქნება და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს აუცილებლად გავაკეთოთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კომენტარები