უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე მის შესაძლო გათავისუფლებაზე კომენტარს აკეთებს.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კითხვის პასუხად განუცხადა, ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, რომ მან მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, რომლითაც უნდა გაითვალისწინოს პირის ნებისმიერი, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მისივე განმარტებით, ის, ბესელიას თქმით, ის კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში ვერ ჩაერევა.
”კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში ვერ ჩავერევით. სასამართლო პროცესის დროს პოლიტიკური პირების მხრიდან რაიმე ტიპის მითითებების მიცემა არის პირდაპირი ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში და ისჯება კანონით. ამიტომ არსებობს ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, რომ მან მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, რომლითაც უნდა გაითვალისწინოს პირის მდგომარეობა, ნებისმიერი, მათ შორის ჯანმრთელობის კუთხით”, – განაცხადა ეკა ბესელიამ და დასძინა, რომ დამატებით კომენტარს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ვერ გააკეთებს.
მაია რჩეულიშვილს გულის, ფილტვის და კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვს და ის ფაქტობრივად, ანორექსიის ზღვარზეა მისული.
ეკა ბესელია – კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში ვერ ჩავერევით
19.12.2016 12:34:22

კომენტარები
ნანახია: 1251 ჯერ