თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრით, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი დაარღვია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი ძალიან შემაშფოთებელი და უმძიმესი ფაქტია. გარდა იმისა, რომ ეს არამეგობრული და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია, მან დაარღვია „ოკუპაციის შესახებ“ კანონი, რასაც ჩვენი, შესაბამისი უწყების მხრიდან რეაგირება მოჰყვება. როგორც ვიცი, საქართველოში ბელარუსის ელჩი უკვე დაბარებულია“, – განაცხადა კალაძემ.
კომენტარები