უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა, რომლის მიხედვით პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყება, რაც საკონსტიტუციო კომისია შეიკრიბება.
“პარლამენტის გადმოტანის საკითხი საკონსტიტუციო კომისიის განსახილველი თემა უნდა იყოს, მაგრამ ამის რამე სკანდალთან დაკავშირება არის შეუსაბამო და უსაფუძვლო.
არც ქუთაისელი და არც თბილისელი იქნება იმის წინააღმდეგი, რომ გამართულად იმუშაოს პარლამენტმა. მაგრამ მე თვითონ პირადად ვერ ვხედავ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის აუცილებლობას და საჭიროებას”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კომენტარები