ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ მხარდაჭერა და თანადგომა საქართველოს მიმართ. ეს უმნიშვნელოვანესია ამ რთულ ვითარებაში, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრაღაში გამართული სამიტი, სადაც 44 ქვეყნის ლიდერს შორის იმყოფება ირაკლი ღარიბაშვილი.
მისი თქმით, უმრავლესობა მზადაა განახორციელოს ყველა რეფორმა, რომ საქართველო გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა.
„ჩვენ სრული მზაობა გამოვთქვით განვახორციელოთ ყველა ის რეფორმა, რაც აუცილებელია ამ გზაზე, რასაც ევროპა და ევროპული მიმართულება ჰქვია. მზად ვართ განვახორციელოთ ყველა რეფორმა, გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები