პოლიტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი ყირიმის ხიდის აფეთქებას ეხმაურება.
“ეს არის უკრაინელების გამაოგნებელი წარმატება. ეს არის, პირველ რიგში, ეფექტური ინფრასტრუქტურული ზარალი, რადგან ყირიმი რუსეთს წყდება და ამას აქვს უდიდესი სიმბოლური დატვირთვაც. ჩამოინგრა საავტომობილო გზა, აფეთქდა რკინიგზა, ამ ყველაფერმა აჩვენა, რამდენად ჩამოშლილი და არაფრის მაქნისია რუსული უსაფრთხოება. ვერ წარმოიდგინეს, ვერ გათვალეს, რომ შეიძლებოდა, პუტინის დაბადების დღეს უკრაინას სადმე „სიურპრიზი“ მოეწყო, თანაც სად – ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტზე რუსეთისთვის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოპერაცია და ვფიქრობ, რომ რუსეთში ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება რამეში, ახლა ხვდებიან, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია მათი ქვეყანა. ვულოცავ უკრაინას ამ წარმატებას“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.
