გიორგი მარგველაშვილის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ სამშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყნის პირველი პირი ენდობა გიორგი კვირიკაშვილსა და კობა გვენეტაძეს და მიიჩნევს, რომ მათი კვალიფიკაცია და ურთიერთთანამშრომლობა გამოიღებს ეფექტიან შედეგს და უახლოეს მომავალში ეროვნული ვალუტის სტაბილიზაცია მოხერხდება:
„საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია აქვს პრემიერ-მინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან. ქვეყნის პირველი პირი ენდობა გიორგი კვირიკაშვილსა და კობა გვენეტაძეს და მიიჩნევს, რომ მათი კვალიფიკაცია, ურთიერთთანამშრომლობა გამოიღებს ეფექტიან შედეგს და უახლოეს მომავალში ეროვნული ვალუტის სტაბილიზაცია მოხერხდება“,- აღნიშნა ეკა მიშველაძემ.
კომენტარები