ტერორიზმის რისკების ზრდის ფონზე ჩვენი სპეცსამსახურების დასუსტება უსაფრთხოებას არ წაადგება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
“მინდა გამოვეხმაურო არასამთავრობო ორგანიზაციის საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც დღეს განიხილება. მოითხოვენ კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონის მთელი რიგი მუხლების გაუქმებას. იმ ფონზე, როცა რეგიონში ტერორიზმის რისკები გაზრდილია, მოსწრენი ვართ საზარელი ტერორისტული აქტების, ვფიქრობ ჩვენი სპეცსამსახურების დასუსტება და მათი საქმიანობის კიდევ უფრო შეზღუდვა, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას ნამდვილად არ წაადგება. მინდა ვთხოვო ყველა დაინტერსებულ მხარეს, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს, და ნუ დავუპირისპირდებით ერთი ხელის მოსმით ისეთ რეგულაციებს, რომელთაც ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქვეყნისუსაფრთხოება უნდა დაიცვან!”, – განაცხადა თალაკვაძემ.