დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სამინისტროს რეორგანიზაციაზე კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ ვქმნით, ვააქტიურებთ ახალ სამსახურს, რომლის ამოცანაც იქნება თანამშრომელთა მუშაობის, ასე ვთქვათ, პერფორმანსის მონიტორინგი, რაოდენობრივი შეფასება, მე ვფიქრობ, მინუს 10%-იანი ჯამური სახელფასო ანაზღაურების შემცირება, არათანაბრად გადანაწილდება. ის, ვინც უფრო მაღალ შედეგს დადებს, მასზე არამცთუ არ იმოქმედებს, უფრო მაღალ ანაზღაურებას მიიღებს და პირიქით. ამოცანა არის ხელფასის მუშაობის ეფექტურობის მიხედვით სამართლიანი გადანაწილება და არა რუტინული 10% ან თანამშრომლების მიზანმიმართული შემცირებები“, – განაცხადა სერგეენკომ.
კომენტარები