ქართული ოცნების დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი ფიქრობს, რომ შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს “სიტყვებზე არ უნდა გამოვეკიდოთ”.
გიორგი მღებრიშვილმა თქვა, რომ სამინისტროში შემცირება “ბალასტს” შეეხება.
“ვფიქრობ, ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს არ უნდა გამოვეკიდოთ სიტყვებზე – რა არის ნახსენები. მთავარია ის შინაარსი, რომელი შინაარსიც მისი ქმედებით უნდა იყოს განპირობებული. შინაარსი არის ის, რომ მას, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს, როგორც შს მინისტრს, აქვს სისტემაში ოპტიმიზაციის და რეორგანიზაციის უფლება და ამის სრული კანონიერი საშუალება. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ეს შინაარსი და არა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რა ტერმინოლოგია როგორია და ა.შ. არ არის მნიშვნელოვანი და ყველაფერზე უფრო აუცილებელი ის, რომ მინისტრის ტერმინოლიგიას გამოვეკიდოთ. არ არის საჭირო, ვამტვრიოთ ღია კარები” – ამბობს ნარჩემაშვილი.