ჩვენი მიზანია შეიქმნას ერთიანი ოპოზიციური საარჩევნო ბლოკი, რომელიც გაარღვევს ორპოლუსიან პოლიტიკას ქვეყანაში.-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა.
კაციტაძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე გასატარებელია საარჩევნო რეფორმა.
„ოქტომბერი საარჩევნო თვეა, ამიტომ გასატარებელია საარჩევნო რეფორმა, რადგან არჩევნების საკითხს კონსტიტუცია ვერ დაარეგულირებს, ეს არის საარჩევნო კოდექსის დასარეგულირებელი.
დღეს ისევ ორპოლუსიანია ქართული პოლიტიკა, ამიტომ საჭიროა ერთად დადგნენ ის პარტიები, ვისაც ერთად დაედგომებათ, ჩვენი ამოცანაა შეიქმნას ძლიერი ერთიანი ოპოზიციური საარჩევნო ბლოკი, საუბარი შემიძლია ყველასთან მოქმედ და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რადგან არც ერთი არ იჩენს ჩემ მიმართ ინტერესს და ამით სრულ ჰარმონიაში ვართ”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მამუკა კაციტაძე – საცივის ჭამის დრო რომ გადაივლის, მერე გააქტიურდება პოლიტიკური ცხოვრება
2016/12/23 13:09:38
ნანახია: 1540 ჯერ