უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, კონკრეტულად თუ რა ტიპის დახმარებას გაუწევს საქართველო ალეპოს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ჯანელიძემ განაცხადა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მზაობა, რომ მოხდეს შესაბამისი ჰუმანიტარული დახმარების გაწევა.
„ჩვენ ამ ეტაპზე ვათანხმებთ, თუ რა ფორმით და როგორ შეიძლება გავუწიოთ ეს დახმარება გაერო-ს მეშვეობით და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუ კონკრეტულად რა ტიპის დახმარებას გაუწევს საქართველო“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
კომენტარები