30-წლიანი პაუზის შემდეგ, კურორტი მიტარბი ვიზიტორებს ისევ მიიღებს. კურორტ მიტარბს ოფიციალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად გახსნის.
დაბა მიტარბის ტერიტორიაზე ორი ახალი საბაგირო და ერთი ბიგელი Black sea Group-მა ააშენა. კურორტზე მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის Doppelmayr-ის საბაგირო დამონტაჟდა. მიტარბში ასევე აშენდება 2000 საწოლზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა – სასტუმროები, აპარტოტელები, კოტეჯები, კვებისა და გასართობი ობიექტები, რაც ხელს შეუწყობს სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარებას ბაკურიანში.
„პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით ხორციელდება. კოხტა-მიტარბის საბაგიროების მშენებლობის პროექტი მთავრობამ 48 მილიონი ლარით დააფინანსა, კერძო ინვესტორი, კომპანია „ახალი მიტარბი“ კი 70 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ეს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიციაა სამთო-სათხილამურო ტურიზმის აღორძინების კუთხით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
დღესვე, ბაკურიანში, ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის მოდერნიზირებული ვაგონების პრეზენტაცია გაიმართება.
„გარემონტებული ვაგონებით გადაადგილებას ერთდროულად 128 მგზავრი შეძლებს. მატარებელი, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით დღეში 2 რეისს ასრულებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გიორგი კვირიკაშვილი დღეს კურორტ მიტარბს გახსნის
2016/12/25 10:17:06
კომენტარები
ნანახია: 1516 ჯერ