მივესალმები დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის გადაწყვეტილებას,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა 12-პუნქტიანი გეგმა შესრულდეს.
„მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება კანონპროექტს, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, შესრულდეს. ერთ-ერთი ნაწილი არის დეოლიგარქიზაციის კანონი და ესეც მიღებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გამოეხმაურა და პოზიტიურად შეაფასა.
კომენტარები