საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იურიდიული კომპანია დაიქირავა.
„იმისთვის, რომ უფრო დამაჯერებელი იყოს ის დიაგნოზები, რომლებიც ისედაც გვქონდა ჩვენი სპეციალისტებისგან, მოხდა ამ კომპანიის დაქირავება და შემდეგ მათი მეშვეობით უკვე ძალიან ცნობილი სპეციალისტების, ექიმების შემოყვანა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
კითხვაზე, „რა იქნება პიარკომპანიის მოვალეობა, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პიარკომპანიასთან გააფორმეთ ხელშეკრულება“,
გიული ალასანია პასუხობს, რომ არ იცის კომპანია რას გააკეთებს.
„რომელი პიარკომპანია? არ ამუშავებულა ჯერ ეგ კომპანია და არ ვიცი, რას გააკეთებენ. ხო, ელემენტარული ინფორმაციის გავრცელება იქნება, დიახ“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
კომენტარები