გორის სოფელ ტყვიავში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 45 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი რამდენიმე სახლს გადაედო – დამწვარია 3 სახლი.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ცეცხლი სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა და ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრე-მაშველები.
მომხდარის შესახებ სხვა დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
კომენტარები