მისთვის გაუგებარია ,,მიშისტების” ესოდენ დიდი სიყვარული და პატივისცემა ,,ბელადის” მიმართ. იგი არ მიიჩნევს 2016 წლის არჩევნებს გაყალბებულად, ,,მცირედი” გამონაკლისების გარდა – ასე ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ონიანი დავით დარჩიაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ სააკაშვილი ქვეყანას ქაოსისკენ წაიყვანს.
“ამ ადამიანისთვის უცხოა ნაციონალური მოძრაობის დოქტრინა, ის სულისკვეთება რამაც შესაძლებელი გახადა ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა 2003 წლის შემდეგ, უცხოა თითოეული აქტივისტის და პარტიის წევრის მოტივაცია შიშველი ხელებით, ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე წლების განმავლობაში იბრძოლონ პრორუსი, ოლიარქიული ხელისუფლების წინააღმდეგ და კვლავ ეცადონ, მოიპოვონ შანსი ქვეყნის გადარჩენის და გაძლიერების.
მისთვის გაუგებარია ,,მიშისტების” ესოდენ დიდი სიყვარული და პატივისცემა ,,ბელადის” მიმართ. იგი არ მიიჩნევს 2016 წლის არჩევნებს გაყალბებულად, ,,მცირედი” გამონაკლისების გარდა. ცდილობს კონსტრუქციული დამოკიდებულება ჩამოაყალიბოს ბიძინა ივანიშვილთან რომელმაც ციხეში გამოკეტა, იმ დროს მისიც და ეხლა როგორც ჩანს მხოლოდ ჩვენი თანაგუნდელები, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ქონდა მათ მიმართ უსაზრვრო შიში. ქვეყნიდან გააქცია უდიდესი რეფორმატორი და გადაუჭარბებლად მთავარი პოლიტიკური ფიგურა ამიერკავკასიაში.
მივმართავ პოლიტსაბჭოს იმ ნაწილს რომლებიც ,,სასტიკად გაუსწორდნენ და ვერდიქტი გამოუტანეს” ჩვენ აქტივს, რომლებმაც გაბედეს და დაძრახეს პარტიის ლიდერშიპის ბოლო ნაბიჯები, ხომ არ დადგა დრო რაიმე დოკუმენტი მიიღოთ ამ გზასაცდენილი ,,პოლიტიკოსისადმი” გასამიჯნად?!” – წერს გიორგი ონიანი თავის სოციალურ ქსელში.