ჟურნალისტი თინა კანდელაკი 2022 წლის მუნდიალის მეოთხედფინალიდან ბრაზილიის გამოვარდნას ეხმაურება.
“ეს კარმაა! კატას, რომ ასე მოექცნენ, კარმამ სამაგიერო გადაუხადა და გავარდნენ”, – წერს კანდელაკი.
კანდელაკის პოსტი ისტორია შემდეგშია… ხორვატიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვინისიუსი ჟურნალისტებთან საუბრობდა, რა დროსაც კატა მაგიდაზე ახტა 1 და წუთით პრესკონფერენცია შეწყვიტა.
საქმეში ბრაზილიის პრესსამსახურის უფროსი ჩაერთო, რომელმაც კატა მაგიდიდან უხეშად გადააგდო და ამ ყოველივემ საპრესკონფერენციო დარბაზში უკმაყოფილება გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები ხორვატიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
კომენტარები