„პოლიტიკა არ იწყება ჩვენით, პოლიტიკა არ მთავრდება ჩვენით. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაწყებულია საუკუნეების წინ, გრძელდება ჩვენ დროს, გაგრძელდება ჩვენს მერეც და არ არის დამოკიდებული ერთ კაცზე”, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ გადაცემა „360 გრადუსში“:
“ოღონდ მე ვამბობ, რომ ამ ერთ კაცს აქვს დიდი წვლილი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, მაგრამ არ შეიძლება თქვა, რომ მხოლოდ ის არის და პარტიის დანარჩენი წევრები ნულია მის გარეშე. ვინც თვლის, რომ მიშას გარეშე ნულია, დარჩებით მიშასთან, ვინც თვლის, რომ მიშას გარეშე არსებობის უფლება გვაქვს – მივხედავთ საქმეს”, – განაცხადა ბობოხიძემ.
კომენტარები