სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპოსკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელ-მონაზონ ბასილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელ-მონაზვნის ცხედარი, რომელიც გუშინ მტკვარში იპოვეს, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მდებარე წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული.
“თქვენ იცით, რომ ჩვენ გვეწვია დიდი მწუხარება – მანქანით მტკვარში გადავარდა ჩვენი მღვდელ-მონაზონი ბასილი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული”,- ბრძანა პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას, რის შემდეგაც მიცვალებულისთვის პანაშვიდის გადასახდელად წმინდა ილიას ტაძარში გადაინაცვლა.
მაშველებმა მტკვარში ავტომანქანა და მამა ბასილის ცხედარი გუშინ იპოვეს.