შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი დაეხმარება ჩვენს მეზობლებს მოლდოვაში, დასავლეთ ბალკანეთში და რა თქმა უნდა, დაეხმარება უკრაინას წარმოებაში და ქვეყნის რეკონსტრუქციაში – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პლენარულ სესიაზე – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პროექტში საერთო ინტერესები ძალიან თვალსაჩინოა და უზრუნველყოფილია შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი და უახლოესი როლი.
„რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წიაღისეულისა და რუსული ენერგიისთვის გვეთქვა უარი და გაგვეძლიერებინა ჩვენი პარტნიორობა, აი, ეს პარტნიორობა რომელიც ამ დარბაზშია – და ეს მუშაობს. ევროკავშირმა შეძლო შეემცირებინა რუსული რესურსების გამოყენება, და ეს არ არის ახალი გეოპოლიტიკური ენერგოუსაფრთხოების გზა. ეს არის, ასევე, სამომავლო ინიციატივების საფუძვლის შექმნა, სუფთა, ხელმისაწვდომი ენერგორესურსების მიღების მიზნით. ეს ეხება განახლებად ენერგიას, ეს ეხება პლანეტის დაცვას და ჩვენს ქვეყნებში გამომუშავებულ ენერგიას, სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდას, უსაფრთხოებას დამოუკიდებლობას. ძალიან მიხარია, რომ ეს შეთანხმება ასეთ აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიაზე.
განახლებადი ენერგიის მზარდი წვლილის ინტეგრაციისთვის ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ჩართვა და ამისთვის არის მნიშვნელოვანი რუმინეთის, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ეს ახალი ელექტროკაბელი. ეს ძალიან ამბიციური პროექტია, რომელიც დაგვაკავშირებს შავი ზღვის ორივე მხარეს და კასპიის ზღვას.
ეს იქნება ციფრული კომუნიკაციის და ენერგოუსაფრთხოების კუთხით, ჩვენ დაგვეხმარება ეს ინიციატივა მიწოდების უზრუნველყოფაში, ელექტროენერგია განახლებადი წყაროებიდან შემოვა ევროკავშირში რუმინეთისა და უნგრეთის გავლით. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტო კაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობების ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ მოგვცემს და საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს. ის საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს. საბოლოო ჯამში შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი დაეხმარება ჩვენს მეზობლებს მოლდოვაში და დასავლეთ ბალკანეთში. ის დაეხმარება რა თქმა უნდა უკრაინას. ეს დაეხმარება ამ ქვეყანას ამ წარმოებაში და ქვეყნის რეკონსტრუქციაში. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას, იმიტომ რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ფინანსურად იმ პროექტებს, რომელიც საერთო ინტერესებს ემსახურება და ეს საერთო ინტერესები ძალიან თვალსაჩინოა ამ პროექტში. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამით უზრუნველყოფილია შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი და უახლოესი როლი”,- აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
