ეს პროექტი იქნება ძალიან ძლიერი იმპულსი და დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია კიდევ უფრო ხილვადი, კიდევ უფრო ხელშესახები გახდეს, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებულ მემორანდუმზე საუბრისას.
მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს უახლოესი მიზანი კანდიდატის სტატუსის მიღებაა.
„ჩვენი უახლოესი მიზანი, როგორც ყველასთვის ცნობილია, არის ის, რომ მივიღოთ კანდიდატის სიტატუსი მომავალი წლისთვის. ეს იქნება გზა, რომელიც ჩვენ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებით მიგვიყვანს იმ ჩვენს შემდგომ ნაბიჯთან, რასაც ჩვენი ევროპული ინტეგრაცია ჰქვია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.