ომში ჩართული ქვეყნის პრეზიდენტი იცლის იმისთვის, ლუქს პალატაში რომ არის მოთავსებული დამნაშავე, მასზე განცხადებები აკეთოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ საქართველოს პირველს არხს განუცხადა.
ზარქუას თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ყველა სამედიცინო სერვისი უზრუნველყოფილია.
„ეტყობა, მთელ მსოფლიოს ფასიანი ლობისტები ისე არიან მოდებული, რომ ოჯახმა სააკაშვილისთვის დაიქირავა არა ექიმები, არამედ იურიდიული პიარკომპანია, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით სააკაშვილის ფოტოები გამოაქვთ და ამას აზიარებენ. მათ სიმართლე არ აინტერესებთ, აინტერესებთ ის, რომ პატიმარი სააკაშვილი საპატიმროს აარიდონ, რაც ასე არ გამოვა. ადამიანს კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, სამედიცინო დასკვნა გაყალბებული დაიდო და მანიპულაციებს აქვს ადგილი, რაც გუშინ დამტკიცდა. ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილი ლუქს პალატაშია მოთავსებული, სადაც ყველა სამედიცინო სერვისი აქვს და ის ექიმებზე ძალადობს“, – განაცხადა ზარქუამ.