მათი ერთადერთი მოტივი არის ამ ადამიანის [მიხეილ სააკაშვილი] როგორმე დახსნა მართლმსაჯულებიდან. პირდაპირი შეურაცხყოფა მიდის ქართულ სახელმწიფოზე. ეს არის იმ ბრძოლის ნაწილი, რაშიც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ჩართულები ვართ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ეს ბრძოლა უკავშირდება მშვიდობას და საქართველოს განვითარებას, რომ დღეს ჩვენთან დაცული იყოს ის ელემენტარული განვითარების პროცესი, რაც დღეს არსებობს. ეს არის ნაწილი იმისა, რომ სააკაშვილის დახსნა მოხდეს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შემოტრიალდეს და კვლავ დაიწყოს ვნებათაღელვა საქართველოში, რომ ეს ხელისუფლება მოიშორონ. ეს პირდაპირ კავშირშია მეორე ფრონტთანაც. ნაციონალების მდგომარეობა, მე მგონი ყველასთვის თვალნათელია. შიდა ვნებათაღელვით ვერაფერს მიაღწიეს, ვერაფერი მოახერხეს. როგორი შეურაცხმყოფელია – კანონი გაწიეთ გვერდზეო, ეს არის გამორჩეული ფიგურა, ავად გახდა… ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი პროცესია, რომ მსგავსი მეთოდით მომხდარიყო მისი გამოხსნა მართლმსაჯულებიდან“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
პარლამენტის დეპუტატი ასევე გამოეხმაურა ერთ-ერთი ევროპარლამენტარის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ ვერ გახდება საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, თუ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.
„ეს ღიმილისმომგვრელია. მე რომ მომეცეს საშუალება, საკმაოდ მკაცრად გავცემდი პასუხს. ვერცერთ ფაქტს ვერ დამისახელებენ, რომ მას ვინმე უდიერად მოეპყრო. რა წამება, პირიქით აქეთ აყენებს შეურაცხყოფას მედპერსონალს და აქეთ გვდებენ ბრალს. ამას ხომ ყველა ხედავს. ჩვენ ხომ რაღაც ფილმს არ ვუყურებთ, ეს ეხება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ხომ გვინდა რომ სამართლიანი ქვეყანა გვქონდეს და კანონმა იკანონოს. ევროკავშირში იმიტომ გვინდა, რომ ეს კანონიერება არის განსაზღვრული, თანასწორობაც იმაში გამოიხატება რომ შენ, შენი სამართალი იპოვო. რა პასუხს ვცემთ თითოეულ მოქალაქეს, ნებისმიერ პატიმარს ან ყოფილ პატიმრებს – რის საფუძველზე ჩადიხართ ამ საქციელს? თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რას მიმართავენ პატიმრები, როცა მათ უნდათ, რომ მართლმსაჯულებას გაექცნენ. თვითდაზიანება, ისეთი დამოკიდებულება აქვთ საკუთარ თავთან ადამიანებს, მონაგონია სააკაშვილი. ვერც კი ასრულებს ამ როლს. სააკაშვილს ადამიანურად ნამდვილად თანავუგრძნობ, მაგრამ ის არის ანტიპოდი ხელისუფლის, პრეზიდენტობის, ოპოზიციონერობის, კაცობის“, – განაცხადა ყაველაშვილმა.