“მე შევიწყალე მურუსიძე, ჩინჩალაძე, მე შევიწყალე?! თუ მე განვაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მათ” – ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოწინააღმდეგეებს, რომელებიც ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. მათი ნაწილი ცოტა ხნის წინ შენობის ეზოში შევიდა.
“მე მინდა კიდევ ერთი რამე გითხრათ, ვინ შეიწყალა, მე შევიწყალე მურუსიძე, ჩინჩალაძე, მე შევიწყალე?! თუ მე განვაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მათ. ეს არა არის შეწყალება? და სადა ხართ, როდის გააპროტესტეთ? სად იყავით. ესენი არიან თავთავიანთ ადგილებზე სადაც არიან ” – მიმართა შეკრებილებს ზურაბიშვილმა.
კომენტარები