უწმინდესი სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ არის. ტემპერატურა არ აქვს, – ამის შესახებ პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა.
მისი თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა ოდნავ უკეთესია.
„უწმინდესი სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ არის. ტემპერატურა არ აქვს. თავს კარგად გრძნობს. მონაცემები ოდნავ უკეთესია. ღვთის შეწევნით, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა შარტავამ.
კომენტარები