საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ახალი წელი თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ეგაძეების ოჯახს მიულოცეს.
ახალ წელს ეგაძეების ოჯახში სტუმრობა საქართველოს პრეზიდენტმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი გამოაგზავნეს და დახმარება სთხოვეს.
“საქართველოს პრეზიდენტმა დაბადების დღე მიულოცა მრავალშვილიანი ოჯახის ერთერთ წევრს, 13 წლის მაია ეგაძეს და მას საახალწლო სურვილი აუსრულა – ქართული ცეკვის სტუდიის ვაუჩერი გადასცა.
15 წლის მარიამ ეგაძეს კი, რომელსაც ბატუტზე ხტომაში დიდი წარმატებები აქვს ახალგაზდული ოლიმპიადისათვის მზადებაში წინსვლა უსურვა და აღნიშნა, რომ მის ასპარეზობებს ყურადღებით მიადევნებს თვალს.
საქართველოს პრეზიდენტმა და პიველმა ლედიმ ეგაძეების ოჯახს გამათბობელი და სხვა საჩუქრები გადასცა”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
პრეზიდენტმა და მაკა ჩიჩუამ ახალი წელი სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს მიულოცეს
2017/01/01 19:26:59
ნანახია: 1288 ჯერ