ახალი წლის დღეებში თბილისში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების 414 შემთხვევა დაფიქსირდა.
31 დეკემბერს, 1,2 იანვარს და 3 იანვრის 10:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ალკოჰოლით ინტოქსიკაციის გამო, თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების 414 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 116-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ამავე პერიოდში, საკვებით ინტოქსიკაციის გამო, 62 გამოძახება დაფიქსირდა. აქედან 23 -ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დამხარების ცენტრში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წარმოდგენილი სურათი არ არის სრული, რადგან შესაძლოა ზოგიერთმა პირმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ გამოიძახა, თვითმკურნალობას მიმართა ან საავადმყოფოში თავადვე მივიდა.
კომენტარები