საზოგადოებრივი მოძრაობის “ხალხის ძალა” დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ცენტრ “ემპათიის” ხელმძღვანელების და ექსპერტების დასკვნები მიკერძოებული და სუბიექტურია.
“ცენტრი ემპათია და მისი ხელმძღვანელობა ზოგადად არის სუბიექტური და ეს ხალხმა ნახა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ემპათიის ხელმძღვანელები და ექსპერტები გამოდიოდნენ და ერთ რამეს ამბობდნენ ტელევიზიით და რეალურად, ხალხი ხედავდა სულ სხვა რამეს, როდესაც საჯარო სივრცეში ხედავდა პატიმარ სააკაშვილს. ეს არა ერთხელ გააკეთეს, შესაბამისად, მათ შორის სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც იყო მიკერძოებული და სუბიექტური მათი დასკვნები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ემპათიის მიმართ საზოგადოებაში აღარ არსებობს ნდობის ფაქტორი. ექსპერტიზის დასკვნამ პირველად კი არ თქვა რომ ემპათიის დასკვნა შეიძლება იყოს არასწორი, არამედ ამის ნიშნები უკვე არსებობდა. საჯაროდ აღიარებული მტკიცებულებები არსებობდა, რომ ემპათიის დასკვნები რეალობას არ შეესაბამებოდა ხოლმე და შესაბამისად, ახლა უკვე ექსპერტიზამ თქვა ეს,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.